- უნივერსიტეტი
- სასწავლო პროცესი
- სტუდენტური ცხოვრება
- ნორმატიული აქტები
- ხარისხის უზრუნველყოფა
- სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი
- სხვადასხვა
Eurasiadoc-ის პრეზენტაციაშოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში
23 ოქტომბერს, 19:00-ზე, OpyoDoc (საქართველო) და Docmonde (საფრანგეთი), საქართველოს ეროვნულ კინოცენტრთან თანამშრომლობით, გეპატიჟებათ საავტორო დოკუმენტური კინოს განვითარების რეზიდენციის Eurasiadoc-ის პრეზენტაციაზე, რომელიც გაიმართება შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კინო დარბაზში (მისამართი: დავით აღმაშენებლის 40)
შეხვედრის პირველ ნაწილს წარუძღვება ვლადიმირ ლიონი - ფრანგი რეჟისორი, პროდიუსერი და Eurasiadoc-ის ტუტორი, რომელიც ისაუბრებს როგორც Eurasiadoc-ის პროექტზე, ასევე ზოგადად, საავტორო დოკუმენტურ კინოზე, მის რაობასა და მნიშვნელობაზე, მახასიათებლებზე, რაც საავტორო ფილმს სატელევიზიო დოკუმენტური ფილმისგან განასხვავებს.
შეხვედრის მეორე ნაწილში მარიამ ჭაჭია - დოკუმენტური კინოსქართველი რეჟისორი და პროდიუსერი - ისაუბრებს Eurasiadoc-ს რეზიდენციაში მონაწილეობის საკუთარ გამოცდილებაზე - მან უკვე დაასრულა ორი საავტორო დოკუმენტური ფილმი სწორედ Eurasiadoc-თან თანამშრომლობით და ახლა მესამე ფილმით აგრძელებს Docmonde-სთან თანამშრომლობას.
შეხვედრა გაიმართება ინგლისურად, ქართული თარგმანით.
დასწრება თავისუფალია.
მისამართი: დავით აღმაშენებლის 40.
უკან