- უნივერსიტეტი
- სასწავლო პროცესი
- სტუდენტური ცხოვრება
- ნორმატიული აქტები
- ხარისხის უზრუნველყოფა
- სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი
- სხვადასხვა
კინო-ტელე ფაკულტეტი
აცხადებს სტუდენტთა
2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის
შიდა მობილობას
შემდეგ საბაკალავრო პროგრამებზე:
კინო-ტელე ფაკულტეტზე მობილობით გადმოსვლის მსურველმა სტუდენტმა უნდა გაიაროს შემოქმედებითი კონკურსი.
შემოქმედებით კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სტუდენტმა რეგისტრაცია უნდა გაიაროს საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე www.tafu.edu.ge, სადაც განთავსდება
მობილობის მსურველ სტუდენტთა შემოქმედებით კონკურსზე რეგისტრაციის პორტალი.
პორტალზე რეგისტრაცია დაიწყება 17 აგვისტოს 12:00 საათზე და დასრულდება 27 აგვისტოს 18:00 საათზე!
საიდენტიფიკაციო კოდი: 203851028
ბანკი: სახელმწიფო ხაზინა
ბანკის კოდი: TRESGE22
სხვა არაკლასიფიცირებული შემოსავლები (რეგისტრაცია): 708887519
გადახდის დანიშნულებაში უნდა ჩაიწეროს სტუდენტის გვარი, სახელი, 11 ნიშნა პირადი ნომერი (უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა პირადი ნომრის არარსებობის შემთხვევაში უნდა მიუთითონ პასპორტის ნომერი);
შემოქმედებითი კონკურსი ჩატარდება 29 აგვისტოდან 2 სექტემბრის ჩათვლით.
ტელერეჟისურა - 30 აგვისტო, 10:00 სთ
მისამართი: ქ. თბილისი, შოთა რუსთაველის გამზირი #19 (I კორპუსი)
ხმის რეჟისურა - 31 აგვისტო, 10:00 სთ
მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი #40 (II კორპუსი)
გვარობრივი სიები გამოქვეყნდება უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე www.tafu.edu.ge რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, 28 აგვისტოს.
მობილობის შემოქმედებითი ტურების/კონკურსის მოთხოვნები
მობილობის შემოქმედებითი ტური
ტელერეჟისურის სპეციალობაზე
ტელერეჟისურის სპეციალობაზე მობილობით გადმომსვლელ სტუდენტთა შესარჩევი კონკურსი (შემოქმედებითი ტური) ტარდება ორ ეტაპად ერთ დღეს:
I ეტაპი - წერითი გამოცდა და II ეტაპი - გასაუბრება.
არსებობის შემთხვევაში, სასურველია მობილობის მსურველმა სტუდენტმა წარმოადგინოს: ფოტოები ან ფოტორეპორტაჟი (მაქსიმუმ 10 ფოტო), მის მიერ მომზადებული ტელეპროექტი ან ფილმი.
I ეტაპი - 3 შეთავაზებული დავალებიდან მობილობის მსურველი სტუდენტი ირჩევს მისთვის საინტერესო თემას, რომელშიც მაქსიმალურად შეძლებს წარმოაჩინოს შემოქმედებითი წარმოსახვისა და ფანტაზიის უნარი.
II ეტაპი :
შემოქმედებითი ტური ტარდება მობილობის მსურველ სხვა სტუდენტთა თანდასწრებით.
მობილობის შემოქმედებითი ტური
ხმის რეჟისურის სპეციალობაზე
ხმის რეჟისურისსპეციალობაზე მობილობით გადმომსვლელ სტუდენტთა შესარჩევი კონკურსი (შემოქმედებითი ტური) ტარდება ორ ეტაპად ერთ დღეს:
I ეტაპი -პრაქტიკული დავალების შესრულება და II ეტაპი - გასაუბრება.
მობილობის მსურველმა სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს მოკლე ავტობიოგრაფია თანდართული მოტივაციით, თუ რატომ ირჩევს ამ პროფესიას;
არსებობის შემთხვევაში, სასურველია წარმოადგინოს: მუსიკალური განათლების დამადასტურებელი შესაბამისი საბუთი; მის მიერ შექმნილი მუსიკალური კლიპი ან მუსიკალური ნაწყვეტი ან მის მიერ გაფორმებული ტელეპროექტი ან ფილმი.
I ეტაპი - სტუდენტს მოეთხოვება პრაქტიკული დავალების შესრულება სხვადასხვა ხასიათისა და ფორმის მუსიკალური ფრაგმენტითა და ხმოვანი რიგით (დიალოგი, მონოლოგი, ადგილმდებარეობის დამახასიათებელი ბგერები, სინქრონული ხმაური, მუსიკა), რის საფუძველზეც შემოწმდება სტუდენტის სმენა, რიტმის გრძნობა, მუსიკალურობა, ხმოვანი რიგისა და მუსიკალური ჟანრის აღქმის უნარი.
ვიზუალური მასალის გამოყენებით, სტუდენტს მიეცემა დავალება, რის საშუალებითაც შემოწმდება და გამოვლინდება მისი წარმოსახვის, ანალიტიკური ხედვის, მონტაჟური აზროვნების, სახეობრივი აზროვნების სათანადო უნარები.
II ეტაპი - სტუდენტი სასკოლო პროგრამაში არსებულ მასალებზე დაყრდნობით წარმოაჩენს ზოგადი განათლების დონეს ლიტერატურის, კინოხელოვნების, სახვითი ხელოვნების, მუსიკის, ტელევიზიის და თეატრის ისტორიაში;
შემოწმდება კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft Windows, Microsoft Word, Microsoft PowerPoint, სასურველია - Nero Start Smart, Photoshop).
შემოქმედებითი ტური ტარდება მობილობის მსურველ სხვა სტუდენტთა თანდასწრებით.
გისურვებთ წარმატებას!