ENGLISH / /
საწყისი / შესვლა / კონტაქტი
სახელოვნებო მეცნიერებების, მედიისა და მენეჯმენტის ფაკულტეტი

გიორგი (გოგა) ჩართოლანი

ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, პროფესორი, სახელოვნებო მოცნიერებების, მედიისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის მედიისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების ხელმძღვანელი.

 

მასობრივი კომუნიკაციის და მედიის კვლევების მიმართულების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ავტორი და ხელმძღვანელი.

 

კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი.

საერთაშორისო ჟურნალისტური პრემიის „ოქროს ფრთა“ ლაურეატი.

 

ავტორი სახელმძღვანელოების:

„ტელე-რადიო ჟურნალისტიკა“; „სატელევიზიო პროდიუსერი“; „XIX საუკუნის დასაწყისის ქართული პრესა თეატრალური რეფორმის შესახებ“ (დამხმარე სახელმძღვანელო);

არის სამეცნიერო ხელმძღვანელი და თანაავტორი სამეცნიერო შრომების კრებულის „კულტურა მედიაში“;

არის მრავალი სამეცნიერო სტატიის და პუბლიკაციის ავტორი, მასობრივი კომუნიკაციის, მედიის კვლევების და ხელოვნებათმცონდეობის სფეროში;

არის მრავალი სატელევიზიო პროექტის ავტორი, რეჟისორი, წამყვანი და პროდუსერი;

არის მრავალი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მონაწილე.

 

მიღებული აქვს საერთაშორისო სერტიფიკატები:

აშშ-ს კონგრესის მიერ ორგანიზებული მედიაგანათლების პროგრამის მონაწილე;

ევროპის მაუწყებელთა კავშირის ჟურნალისტური აკადემიის საერთაშორისო ტრენერი;

ევროპის მაუწყებელთა კავშირის სამაუწყებლო მედიის არქივების ორგანიზება და მართვა.

 

დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის თეატრმცოდნეობის ფაკულტეტი (1986წ.) და მოსკოვის თეატრალური ინსტიტუტის ასპირანტურა (1991წ.).

 

სხვადასხვა დროს მუშაობდა:

ჟურნალი "თეატრი და ცხოვრება"- პუბლიცისტიკის განყოფილების გამგე;

საქართველოს სახელმწიფო ტელე-რადიო კორპორაცია, შემოქმედებითი გაერთიანება "ხელოვნება" მთავარი რედაქტორის მოადგილე; საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუ "დღის ბოლოს" - მთავარი პროდიუსერი; შემოქმედებითი გაერთიანება "მოამბე" - გენერალური დირექტორი; საქტელერადიომაუწყებლობის სამხატვრო ხელმძღვანელის მოადგილე; ხალხური შემოქმედების რედაქციის მთავარი რედაქტორი; შემოქმედებითი გაერთიანება "დღე" - გენერალური პროდიუსერი;

ტელეკომპანია "მზე" - საინფორმაციო-ანალიტიკური პროგრამა "მზერა-კულტურა" - მთავარი პროდიუსერი;

საზოგადოებრივი მაუწყებლის დილის და დღის პროგრამების გენერალური პროდიუსერი;

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მოადგილე ტელემაუწყებლობის დარგში;

დღემდე - საზოგადოებრივი მაუწყებლის არქივის ხელმძღვანელი.

 

არის ქართულ-ინგლისური ჟურნალი “Free time Colour” - დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი;

მუშაობდა მიხეილ თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსად.

 

1991 წლიდან დღემდე ეწევა პედაგოგიურ და სამეცნიერო საქმიანობას შოთა რუსთაველის თეატრის და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში;

იყო ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების ასოცირებული პროფესორი;

ა. ქუთათელაძის სახელობის თბილისის სამხატვრო აკადემიის და კავკასიის უნივერსიტეტის მიწვეული პროფესორი.

 

 

 

^ ზემოთ
საწყისი | შესვლა | კონტაქტი
ვიზიტორები:
2993155
ვებ გვერდის შექმნის თარიღია: 26-01-2006
ვებ გვერდის განახლების თარიღია: 2024-08-13
ვებ გვერდის მფლობელია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (c) ყველა უფლება დაცულია