- უნივერსიტეტი
- სასწავლო პროცესი
- სტუდენტური ცხოვრება
- ნორმატიული აქტები
- ხარისხის უზრუნველყოფა
- სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი
- სხვადასხვა

დოდო ჭუმბურიძე
ხელოვნების მენეჯერი, ხელოვნების მენეჯმენტის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი
1999 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი (სპეციალობა – საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობები).
2012-2016 წლებში იყო საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგი.
2015 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე: „კულტურის სფეროს შემოსავლიანობის მენეჯმენტი მარკეტინგული კომუნიკაციების მეშვეობით (საშემსრულებო ხელოვნების და მასობრივი ღონისძიებების პროდუქტების მაგალითებზე)“.
2016 წლის მაისიდან არის საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. კითხულობს ლექციებს შემდეგ დისციპლინებში: საზოგადოებასთან ურთიერთობა, რეკლამა და სარეკლამო საქმის ორგანიზება, მენეჯმენტის საფუძვლები.