- უნივერსიტეტი
- სასწავლო პროცესი
- სტუდენტური ცხოვრება
- ნორმატიული აქტები
- ხარისხის უზრუნველყოფა
- სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი
- სხვადასხვა
სტუდენტური ქორეოგრაფიული ფორუმ-ფესტივალი „ტერფსიქორე - 2019“
2019 წლის 2, 3 და 4 მაისს, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დრამის ფაკულტეტის ქორეოგრაფიული დეპარტამენტის ინიცირებითა და ორგანიზებით, ჩატარდება ცეკვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული სტუდენტური ქორეოგრაფიული ფორუმ-ფესტივალი „ტერფსიქორე - 2019“.
პროექტი მიზნად ისახავს ახალგაზრდების პროფესიული ცოდნის გაღრმავებასა და ზოგადად, ქორეოგრაფიული ხელოვნების ყველა მიმართულების (თანამედროვე, სასცენო-ხალხური, კლასიკური, სამეჯლისო და ა.შ) პოპულარიზაციისა და განვითარების ხელშეწყობას.
პროექტის ხელმძღვანელი - ასოცირებული პროფესორი ეკატერინე გელიაშვილი.
პროექტის ორგანიზატორები - დრამის ფაკულტეტის ქორეოგრაფიული დეპარტამენტი და სტუდენტური თვითმმართველობა.
პროექტის პარტნიორები არიან: სსიპ შემოქმედებითი საქართველო და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური.
იხილეთ დეტალური ინფორმაცია ფესტივალის პროგრამის შესახებ:
2 მაისი
13.00 სთ - ფორუმ-ფესტივალის გახსნა და საგამოფენო კოლექციის პრეზენტაცია:
წარმოდგენილი იქნება გამოჩენილი ქორეოგრაფის, დავით ჯავრიშვილის მიერ დადგმული ქართული ხალხური ცეკვების ნიმუშების გრაფიკული ჩანახაზები.
/თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის II კორპუსი, დავით აღმაშენებლის გამზირი #40/.
13.30 სთ - ვორქშოპი:
ფესტივალი მასპინძლობს კინოდოკუმენტალისტს, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორს, ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორს ოლიკო ჟღენტს, თემით - ჯორჯ ბალანჩინი და თანამედროვე ამერიკული საბალეტო სკოლა. ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით, ნაჩვენები იქნება ფრაგმენტები ოლიკო ჟღენტის დოკუმენტური ფილმებიდან „ვიხსენებთ ბალანჩინს“ და „ ჯორჯ ბალანჩინი. გაღმა ნაპირები“.
19.00 სთ - ფესტივალის ფარგლებში ჩატარდება ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის, ემერიტუსის, ბაკალავრიატში ქორეოგრაფიული მიმართულების ერთ-ერთი დამფუძნებლისა და ქორეოგრაფიული ანსამბლის „როკვა“ ხელმძღვანელის - უჩა დვალიშვილის შემოქმედებითი საღამო.
/თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპ. რუსთაველის გამზირი #19, დიმიტრი ალექსიძის სახელობის სასწავლო თეატრი/
3 მაისი
12.00 სთ - კონფერენცია
ქორეოლოგიური მიმართულებით წარმოდგენილი იქნება სტუდენტების, მაგისტრანტების, დოქტორანტებისა და პედაგოგების სამეცნიერო ნაშრომები.
/თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის II კორპუსი, დავით აღმაშენებლის გამზირი #40/.
15.00 სთ - მასტერკლასი
ახალგაზრდების საშემსრულებლო დაოსტატებას ქორეოგრაფიულ სადადგმო ხელოვნებაში წარუძღვება ქორეოგრაფი გია მარღანია.
/თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის II კორპუსი, დავით აღმაშენებლის გამზირი #40/.
4 მაისი
17.00 სთ - დასკვნითი კონცერტი და დაჯილდოვება:
/თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპ. რუსთაველის გამზირი #19, დიმიტრი ალექსიძის სახელობის სასწავლო თეატრი/
19.00 სთ - ფესტივალის დახურვა
კონცერტის მონაწილეები:
- საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერიტეტის ქორეოგრაფიული ანსამბლი „როკვა“ და „ინკლუზიური ცეკვის სასწავლო-ლაბორატორიული ჯგუფი“;
- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხალხური ცეკვის ანსამბლი „უნივერსიტეტი“;
- საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქორეოგრაფიული ანსამბლი „მერანი“;
- თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თანამედროვე სამეჯლისო ცეკვების ანსამბლი „ვეგა“;
- სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლი „მირონი“;
- საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი „სეუ“;
- თბილისის მერიის სერგო ზაქარიაძის სახელობის ტრადიციული და თანამედროვე ხელოვნების კოლეჯთან არსებული თანამედროვე ქორეოგრაფიის თეატრი „იმპულსი“;
- შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ქორეოგრაფიული ანსამბლი „დავლათი“ ;
- სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანსამბლი „ახალციხე“ ;
- ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქორეოგრაფიული ანსამბლი „ტბეთი“;
- საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი ”კარიბჭე” ;
- გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ქორეოგრაფიული ანსამბლი.
