- უნივერსიტეტი
- სასწავლო პროცესი
- სტუდენტური ცხოვრება
- ნორმატიული აქტები
- ხარისხის უზრუნველყოფა
- სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი
- სხვადასხვა
2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის
მობილობის მსურველ
სტუდენტთა საყურადღებოდ!
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ელექტრონულ პორტალზე (students.emis.ge) დარეგისტრირებამდე, დრამისა და კინო-ტელე ფაკულტეტების საშემსრულებლო-შემოქმედებით სპეცილობებზე მობილობით გადმოსვლის მსურველმა სტუდენტმა უნდაგაიაროს შემოქმედებითი კონკურსი.
შემოქმედებითი კონკურსის გასავლელად მობილობის მსურველი სტუდენტი უნდა დარეგისტრირდეს უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე (www.tafu.edu.ge) 2023 წლის 17 აგვისტოს 12:00 საათიდან 27 აგვისტოს 18:00 საათამდე.
შემოქმედებითი კონკურსები ჩატარდება 2023 წლის 29 აგვისტოდან 2 სექტემბრის ჩათვლით.
დრამის ფაკულტეტი
დრამისა და კინოს მსახიობი - I ტური - 29 – 30 აგვისტო, 10:00 საათიდან
გამოცდა - 1 სექტემბერი, 10:00 საათიდან
მისამართი: ქ. თბილისი, შოთა რუსთაველის გამზირი #19 (I კორპუსი)
თოჯინების თეატრის მსახიობი - 29 - 30 აგვისტო, 10:00 სთ
გამოცდა - 2 სექტემბერი, 10:00 საათიდან
მისამართი: ქ. თბილისი, შოთა რუსთაველის გამზირი #19 (I კორპუსი)
ქართული ხალხური და საეკლესიო გუნდის დირიჟორი - 30 აგვისტო, 11:00 სთ
მისამართი: ქ. თბილისი, შოთა რუსთაველის გამზირი #19 (I კორპუსი)
ქართული ცეკვის დამდგმელი ქორეოგრაფი - 31 აგვისტო, 10:00 სთ
მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი #40 (II კორპუსი)
კინო-ტელე ფაკულტეტი
ტელერეჟისურა - 30 აგვისტო, 10:00 სთ
მისამართი: ქ. თბილისი, შოთა რუსთაველის გამზირი #19 (I კორპუსი)
ხმის რეჟისურა - 31 აგვისტო, 10:00 სთ
მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი #40 (II კორპუსი)
გვარობრივი სიები გამოქვეყნდება უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე www.tafu.edu.ge რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, 28 აგვისტოს.
უკან