- უნივერსიტეტი
- სასწავლო პროცესი
- სტუდენტური ცხოვრება
- ნორმატიული აქტები
- ხარისხის უზრუნველყოფა
- სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი
- სხვადასხვა
„ეტიუდების ფესტივალი 2022“
2022 წლის 26 მარტს, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით, დიმიტრი ალექსიძის სახელობის სასწავლო თეატრის სცენაზე ეტიუდების ეროვნული XII ფესტივალი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს დრამის ფაკულტეტის სარეჟისორო და სამსახიობო მიმართულების I, II და III კურსის სტუდენტებმა.
წარმოდგენილი იქნა 11 ეტიუდი: 5 სარეჟისორო და 6 სამსახიობო.
„ეტიუდების ფესტივალი 2022“ ორ ეტაპად განხორციელდა:
ფესტივალის ფარგლებში, 27 მარტს, მსოფლიო თეატრის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, უნივერსიტეტის სასწავლო თეატრის სცენას (აუდიტორია #2) რეჟისორ მიხეილ თუმანიშვილის სახელი მიენიჭა.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა რეჟისორ გიორგი სიხარულიძის საავტორო დოკუმენტური ფილმის - „მოაზროვნე“ - ჩვენება და უნივერსიტეტის გამომცემლობა „კენტავრის“ გამოცემის, მიხეილ თუმანიშვილის წიგნის მე-5 ტომის - „თეატრალური ხელოვნების სწავლების შესახებ“ - პრეზენტაცია, შემდეგ კი - ეტიუდების ეროვნული XII ფესტივალის გამარჯვებულების დაჯილდოება და საერთაშორისო ფესტივალის N-Etude გახსნა. ამ დღეს, საქართველოს სახალხო არტისტს თემურ ჩხეიძეს უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა.
ეროვნული საფესტივალო ეტიუდები შეაფასა ჟიურიმ, რომლის წევრებიც იყვნენ:
ეტიუდების ეროვნული XII ფესტივალის გამარჯვებულები გამოვლინდნენ შემდეგ ნომინაციებში:
საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ერთობლივი გადაწყვეტილებით, ნომინაციისთვის - "ჰუმანური ეტიუდი" - მიღებული ფულადი ჯილდო სრულად გადაირიცხა საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ერთ-ერთი ოჯახის დასახმარებლად.
საერთაშორისო ფესტივალში, უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს ვარშავის ალექსანდრე ზელვეროვიჩის დრამატული ხელოვნების ნაციონალური აკადემიის, ჩინეთის დრამის ცენტრალური აკადემიისა და ისრაელის საშემსრულებლო ხელოვნების სტუდიის სტუდენტებმა.
წლევანდელი საერთაშორისო ფესტივალის სლოგანი იყო Tolerance Amity Freedom Unity
ეტიუდების საერთაშორისო ფესტივალის ჟიურის წევრებიიყვნენ:
რობერტ სტურუა - რეჟისორი, რუსთაველის ეროვნული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, ჟიურის თავმჯდომარე
ტერი ჟანეტ ვეიქელი - რომის ცეკვის ეროვნული აკადემიის პედაგოგი, ქორეოგრაფი
ტომაშ მანი - პოლონელი დრამატურგი, რეჟისორი
იორამ ლოვენშტაინი - სამსახიობო ოსტატობის პედაგოგი, ისრაელის საშემსრულებლო ხელოვნების სტუდია, დამფუძნებელი, გენერალური დირექტორი
იარი იუტინენი - ფინელი რეჟისორი, დრამატურგი
„ეტიუდების საერთაშორისო ფესტივალის N-Etude“ ნომინაციებში გამარჯვებულები არიან:
ფესტივალის ფინანსური მხარდამჭერი: ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია.
ფესტივალის პარტნიორები: სტუდენტური სასწავლო ტელევიზია „TAFU TV“, „რედიქსი“, „მერაკი“, „Asteroid B612“, „ზომა“, „დეკარტი“, „ნომერი“.
უკან